ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას... სანამ მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში არ გადაიყვანენ - ელენე ხოშტარია ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას... სანამ მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში არ გადაიყვანენ - ელენე ხოშტარია />


  11:32:07     19-11-2021

ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას... სანამ მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში არ გადაიყვანენ - ელენე ხოშტარია

1637307269xot.jpg

პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით უკვე მე-17 დღეა შიმშილობს, მედიკამენტოზურ მკურნალობას აჩერებს.

"გუშინ მთელი ღამე ველოდებოდი იმ კადრს ან ფრაზას, რომ გადაყავთ ამდენი ექიმის რეკომენდაციის და პანიკის შემდეგ. საბოლოო ჯამში ღამიდან დავასკვენი, რომ იმ დროს, როცა სააკაშვილის თავში და არამარტო, მიდის საშიში პროცესები და კრიტიკულ რამდენიმე საათში გამოკვლეულიც კი არ არის ბოლომდე.

დრო არათუ აღარაა, შეიძლება დაგვიანებულია.

ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას კრიტიკული მაჩვენებლების წინააღმდეგ და სანამ არ გადაიყვანენ არაფერს არ გადავისხამ და არ მივიღებ.

მე სხვა გზა არ მაქვს. ვერ ვიჯდები უმოქმედოდ გადამწყვეტ წუთებში

გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში სასწრაფოდ!", - წერს ელენე ხოშტარია.


ავტორი: პრესა.ჯი