13:26:17     17-11-2021
ოპოზიციამ პარასკევს, 3 ადგილიდან მსვლელობა დააანონსა - მეტროსადგურები "ავლაბარი", "ვაგზლის მოედანი", "უნივერსიტეტი"
მეტროსადგურები "ავლაბარი", "ვაგზლის მოედანი" და "უნივერსიტეტი" - ოპოზიციამ პარასკევს, 3 საათზე, 3 ადგილიდან მსვლელობა დააანონსა:
"მივიღეთ გადაწყვეტილება ერთობლივად - "ლელომ", ნაციონალურმა მოძრაობამ", "გირჩი მეტი თავისუფლებამ" და "დროამ", გაიმართოს პარასკევს 3 საათზე, სამი განსხვავებული ლოკაციიდან მსვლელობა, მანიფესტაცია, დემონსტრაცია, რაც გინდათ ის დაარქვით.
თბილისში 3 საათზე გელოდებით შემდგ ადგილებზე - მეტრო ავლაბართან, სადაც შეიკრიბება ნაციონალური მოძრობის მხარდამჭერთა დიდი ჯგუფი,
მეტრო "ვაგზლის მოედანთან" იმავე დროს, 3 საათზე მსვლელობას სათავეში ჩაუდგება "ლელოს" ლიდერები და არამხოლოდ და მესამე ლოკაცია - იგივე დროს, პარასკევს 3 საათზე, მეტროსადგური "უნივერსიტეტი", ვაჟა- ფშაველაზე", მსვლელობას სათავეში ჩაუდგება "გირჩი მეტი თავისუფლებისა და დროას ლიდერები" განაცხადა ნიკა მელიამ ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე.