22:08:06     15-11-2021
მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
"საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის ჩატარებული PCR ტესტის შედეგად კოვიდ-19 არ დაუდასტურდა.
ინფორმაციისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულ მ.სააკაშვილს დაწესებულების სხვა მსჯავრდებულებთან შემხებლობა არ აქვს და მისი უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცულია, პრევენციის მიზნით, დღეს 15 ნოემბერს მ. სააკაშვილს, PCR ტესტირება ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია." - ნათქვამია ინფორმაციაში