ვიდეოს ვაფასებ როგორც წამებას, უკრაინის საგამოძიებოს მივმართეთ - ევგენი გრუშოვეცი ვიდეოს ვაფასებ როგორც წამებას, უკრაინის საგამოძიებოს მივმართეთ - ევგენი გრუშოვეცი />


  11:35:09     12-11-2021

ვიდეოს ვაფასებ როგორც წამებას, უკრაინის საგამოძიებოს მივმართეთ - ევგენი გრუშოვეცი

1636702571ukr.jpg

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინელმა ადვოკატმა, ევგენი გრუშოვეცმა გუშინ პენიტენციურისა და იუსტიციის სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელების შემდეგ უკრაინის გამოძიების ეროვნულ ბიუროს მიმართა.

 

"ამ ვიდეოს ვაფასებ, როგორც წამებას მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ამ ვითარებას ვაფასებ როგორც სისიხლის სამართლის დანაშაულს, რომელიც წამებასა და შეურაცხყოფას გულისხმობს. 

ჩვენ ყველა საერთაშორისო ინსტანციას მივმართეთ და ასევე განცხადება შევიტანეთ უკრაინის საგამოძიებო ბიუროში. გავრცელებულ ვიდეოში ვიხილეთ პენიტენციური სამსახურისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. სწორედ ისინი არიან ჩვენი განცხადების სუბიექტები. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში მათ  მიმართ სისხლის სამართლის საქმეები აღიძვრება.

ჩვენ დავადგენთ ყველა იმ პირის ვინაობას ვინც დამამცირებელ მოპყრობაში მონაწილეობდა და შესაძლოა მათზე ძებნის გამოცხადება ინტერპოლის მეშვეობითაც მოხდეს.   ყველა იმ პირს, რომლებიც  სააკაშვილის წინააღმდეგ სჩადიან დანაშაულს, უნდა ესმოდეს რომ უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებები, დადგინდება მათი ვინაობა და დადგება მათი პასუხიმგებლობის საკითხი", - თქვა ევგენი გრუშოვეცმა. 


ავტორი: პრესა.ჯი