11:45:40     10-11-2021
პოლიციამ ოპოზიციის აქციაზე 10-მდე ადამიანი დააკავა - ხმაური და დაპირისპირება სუს-თან
იუსტიციის სამინისტროსთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ოპოზიციის საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
სუს-თან მიმდინარე აქციაზე ხმაური და დაპირისპირებაა. პოლიციამ ადგილზე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა, მათ შორის გოგა ონიანი და ბადრი შუბლაძე. ჯერჯერობით უცნობია, რას უკავშირდება მათი დაკავება.
"ნადირობა გამოაცხადეს სამოქალაქო აქტივისტებზე. იმის მაგივრად, რომ კრიმინალებს დასდევდნენ, დასდევენ ადამიანებს, რომლებსაც კრიტიკული პოზიცია გააჩნიათ“, - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, აკაკი მინაშვილმა.