20:02:23     08-11-2021
გლდანის ციხის ტერიტორიაზე ავტობუსებით სპეცრაზმი შეიყვანეს

გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებასთან, რომელშიც მიხეილ სააკაშვილია გადაყვანილი, საპოლიციო ძალების მობილიზებაა.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დაწესებულების ეზოში ე.წ. ყვითელი ავტობუსებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფები შეიყვანეს.
ამასთან, დაწესებულების ეზოში შეჰყავთ პოლიციის მანქანები.