"დაუყოვნებლივ აღმოუჩინეთ დახმარება მიხეილ სააკაშვილს" "დაუყოვნებლივ აღმოუჩინეთ დახმარება მიხეილ სააკაშვილს" /> "/> " />


  23:59:49     07-11-2021

"დაუყოვნებლივ აღმოუჩინეთ დახმარება მიხეილ სააკაშვილს"

1636315259bnv.jpg

ლიტერატურის, კინოს, თეატრის, მუსიკისა და ხელოვნების სხვა დარგების წარმომადგენელები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართვას ავრცელებენ.

წერილს ხელს აწერს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები ასზე მეტი ხელოვანი:

"საქართველოს პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, 
საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს

ჩვენ, ლიტერატურის, თეატრისა და კინოს, მუსიკისა თუ კულტურის სხვა სფეროში მომუშავე ადამიანები, საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ, ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისაგან დამოუკიდებლად, მოგმართავთ და მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ აღმოუჩინოთ დახმარება საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და გადაიყვანოთ ის ისეთ კლინიკაში, როგორსაც გაეწია რეკომენდაცია ექიმთა კონსილიუმისა და სახალხო დამცველის მიერ. 

ჩვენ არ ვართ მომხრე  პოლიტიკური ანგარიშსწორებისა, რომელიც აზიანებს ჩვენი ქვეყნის მომავალს და ართმევს იმედს მომავალ თაობებს; ჩვენ გვსურს ამ ქვეყანაში სახელმწიფო უფრთხილდებოდეს ადამიანის სიცოცხლეს. დაუშვებელია სამართლიანობის სახელით სასიკვდილო განაჩენის გამოტანა ნებისმიერი ადამიანისათვის. გვჯერა, რომ მესამე პრეზიდენტის შიმშილით სიკვდილი, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არ სრულდება ექიმებისა და სახალხო დამცველის მოთხოვნა - გაეწიოს პატიმარს შესაბამისი სამედიცინო დახმარება, გამოუსწორებელ ლაქად დააჩნდება საქართველოს უახლეს ისტორიას, - ნათქვამია წერილში.


ავტორი: პრესა.ჯი