ყველაფრით არის კმაყოფილი და ხაზზე ვიქნები თუ საჭირო იქნება - კუჭავა ყველაფრით არის კმაყოფილი და ხაზზე ვიქნები თუ საჭირო იქნება - კუჭავა />


  13:11:56     05-11-2021

ყველაფრით არის კმაყოფილი და ხაზზე ვიქნები თუ საჭირო იქნება - კუჭავა

1636103597kin.jpg

"მაინტერესებდა ჰქონდა თუ არა ყველანაირი პირობა" - ასე განმარტავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა, მოშიმშილე ელენე ხოშტარიასთან შეხვედრას. მისი თქმით, იმ მოთოხვნებზე რაც დეპუტატს აქვს და სხვა საკითხებზე, არ უსაუბრიათ.

"უბრალოდ მოვინახულე, მაინტერესებდა ჰქონდა თუ არა ყველანაირი პირობა. აქ მინდა ყველამ იცოდეს, რომ პარლამენტში მთელი დღის განმავლობაში ასევე ექიმი მუშაობს და თუ საჭირო იქნება, ყოველთვის იქნება  გამოყენებული მისი მომსახურებაც. უბრალოდ მაინტერესებდა თუ რამე პირობები აკლდა. ყველაფრით არის კმაყოფილი და ხაზზე ვიქნები თუ საჭირო იქნება.

არ გვისაუბრია ჩვენ ელენეს ჯანმრთელობის გარდა არაფერზე, ყველა ადამიანს აქვს შიმშილობის უფლება ეს მათი უფლებაა, ჩემთვის მთავარი რატომაც მოვედი არის. რამე ხომ არ აკლია, ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია და მაქსიმალურად ჰქონდეს ყველანაირი პირობა აქ. კარგია, რომ აქვს შესაბამისი პირობები", - თქვა კახა კუჭავამ.


ავტორი: პრესა.ჯი