20:10:51     04-11-2021
მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია რუსთავის ციხესთან

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
აქციაზე მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან, მათი მთავარი მოთხოვნა მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და მისი ციხიდან გათავისუფლებაა.
შეგახსნებთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა რეგიონებსა და თბილისში მასშტაბური აქციები თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ დააანონსეს.