10:42:18     04-11-2021
უკრაინის სახალხო დამცველი გიული ალასანიას შეხვდა
უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა კიევში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას შეხვდა.
"მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ რეაგირება მოახდინოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე და მისცეს მას სამედიცინო დაწესებულებაში პროფესიული სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობა", - წერს უკრაინის სახალხო დამცველი.