21:04:37     03-11-2021
იზა ჩირგაძე ქუთაისის პოლიციაში იმყოფებოდა
90-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, იზა ჩირგაძე ქუთაისის პოლიციაში იმყოფებოდა. შენობის დატოვების შემდეგ კი მას გარეთ მხოლოდ სამთავრობო მედიები დახვდნენ.
ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ 2 დღიანი გაუჩინარების შემდეგ, როცა იზა ჩირგაძე სოფელში გამოჩნდა, მასთან გასაუბრება უნდოდა, ამის შესახებ მან სატელეფონო საუბრებშიც თქვა, შემდეგ კი იზა ჩირგაძე ისევ გაქრა.
"დღეს შუადღეს, როცა ვაპირებდი და სატელეფონო საუბრებში ჩემს მეგობრებს ვუთხარი რომ ვაპირებდი გასაუბრებას, მაშინ ეს ადამიანი ისევ გაქრა და როგორც ადგილობრივებმა მითხრეს, პოლიციამ წაიყვანა. ვეძებდით სამხარეოში, სხვადასხვა ადგილას და ქალაქის სამმართველოში როცა მოვედით დაგვხვდა იმედი და რუსთავი 2 და აქედანაც გააპარეს",- თქვა დეკანოიძემ.