11:00:50     03-11-2021
3 ნოემბრის კოვიდსტატისტიკა - 49 გარდაცვლილი და 6 024 ახალი შემთხვევა
საქართველოში კორონავირუსის 6 024 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 49 ადამიანი, 3 818 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 58 291 კვლევა, აქედან 36 465 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 21 826 PCR-ით. 2 ნოემბერს აიცრა 3 868 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 10,33%-ია, ბოლო 14 დღის - 9,13%-ია, 7 დღის - 9,46%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი - 2 237 შემთხვევა;
- აჭარა - 229;
- იმერეთი - 1 148;
- ქვემო ქართლი - 417;
- შიდა ქართლი - 508;
- გურია - 183;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 401;
- კახეთი - 553;
- მცხეთა-მთიანეთი - 124;
- სამცხე-ჯავახეთი - 163;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 61.