მიხეილ სააკაშვილის საქმეში ამერიკელი ადვოკატი მომავალი კვირიდან ჩაერთვება მიხეილ სააკაშვილის საქმეში ამერიკელი ადვოკატი მომავალი კვირიდან ჩაერთვება />


  10:34:44     29-10-2021

მიხეილ სააკაშვილის საქმეში ამერიკელი ადვოკატი მომავალი კვირიდან ჩაერთვება

1635489452mnbvc.jpg

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეში ამერიკელი ადვოკატი უკვე მომავალი კვირიდან ჩაერთვება. პრეზიდენტის უფლებადამცველები ამბობენ, ეს მათ გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს. 

"დადგა შედეგი და ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა მიხეილ სააკაშვილთან იმ ტიპის კომუნიკაციის, რაც მისაღებია ადვოკატსა და კლიენტს შორის. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ როგორც წერილობითი ტექსტებით გადაცემის და მისგან მიღების შესაძლებლობა, იმედი მაქვს ამავე ფორმატში გაგრძელდება მასთან შეხვედრები და პენიტენციურ სამსახურს არ მისცემენ ახალი ტიპის კომუნიკაციის გართულების დავალებას პოლიტიკური ხელმძღვანელები ამ ქვეყნის", - თქვა ბექა ბასილაიამ.


ავტორი: პრესა.ჯი