19:55:30     28-10-2021
ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მესამე პრეზიდენტის საქმეს - კარლ ჰარცელი
ჩვენ ვაკვირდებით ძალიან ყურადღებით მესამე პრეზიდენტის საქმეს - აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.
მისი თქმით, მთავარ საკითხად რჩება ის, რომ მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის ფუნდამენტური უფლებები სრულად იყოს დაცული.
„მთავარ საკითხად რჩება სწორად მოქმედება და სწორად მოქმედება არის იმის უზრუნველყოფა, რომ მისი, როგორც პატიმრის ფუნდამენტური უფლებები სრულად იყოს დაცული, ეს მოიცავს მის ჯანმრთელობას. მის საქმეს აკვირდება სამედიცინო კონსილიუმი და ასევე სახალხო დამცველი, რომელსაც აქვს სპეციფიკური მანდატი ამ საქმესთან დაკავშირებით,“- აღნიშნა ელჩმა.