"თუ შეხვედრის უფლება არ მომეცემა, სტრასბურგს მივმართავ" -  უკრაინელი ადვოკატი "თუ შეხვედრის უფლება არ მომეცემა, სტრასბურგს მივმართავ" - უკრაინელი ადვოკატი /> "/> " />


  19:49:22     28-10-2021

"თუ შეხვედრის უფლება არ მომეცემა, სტრასბურგს მივმართავ" - უკრაინელი ადვოკატი

1635436463ukr.jpg

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი, დეპორატიციის შესახებ, უკრაინაში დაბრუნების შემდეგ, საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს. ევგენი გრუშოვეცის განცხადებით, ქართული მხარისგან დეპორტაციის მიზეზების შესახებ, ახსნა-განმარტება არ მიუღია და მისთვის ამ დრომდე უცნობია, რატომ გადაწყვიტა ქართულმა მხარემ, რომ მისი პირადი დოკუმენტაცია საქართველოს კანომდებლობას არ შეესაბამებოდა.

 

მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, საქართველოში ჩვენი ვიზიტი გადაწყვეტილი იყო. საქართველოში ჩასვლამდე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უკრაინის საელჩოს საქართველოში ოფიციალური წერილით მივმართეთ, რომელშიც საქართველოში ყოფნისა და საქმის წამოებაში მონაწილეობაზე იყო საუბარი. ამასთან, წერილით მივმართეთ საქართველოს იუსტიციის სამინიტროსა და ადვოკატთა ასოციაციას, რათა მიხეილ სააკშვილის ნახვა და საქართველოს ტერიტორიაზე ჩემი მოვალეობის შესრულება შემძლებოდა.

თბილისის აეროპოტში, საპასპორტო კონტროლის გავლის დროს, მესაზღვრემ ჩემთვის უცნობ პიროვნებას დაურეკა და ჩემი პასპორტი მას გადასცა. ვიკითხე რა ხდებოდა, რაზეც მიპასუხეს, რომ ჩემს PCR ტესტთან დაკავშირებით გაურკვევლობა იყო, რას სიმართლე არაა. მესაზღეები ჩემი საქართველოში ვიზიტის მიზეზებზე მეკითხებოდნენ, რაზეც სიმართლე ვუთხარი.

საცხოვრებელი ადგილი, ჩამოსვლის მიზანი და ყველა სხვა დეტალიც მოვახსენე. დაინტერესდნენ, ვინ იყო ჩემი კლიენტი, ვუთხარი, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ვიყავი, რის შემდეგაც ერთ-ერთი მესაზღვრე ჩემთვის გაუგებარი მიზეზით სადღაც წავიდა. რის შემდეგაც, სულ სხვა ადამიანი დაბრუნდა და მითხრა, რომ საქართველოს ტერიტორია უნდა დამეტოვებინა.

შევეცადე ამეხსნა, თუმცა უშედეგოდ. პასპორტიც ჩამომართვეს. ვითხოვე იმ ადამიანებთან შეხვედრისა და გასაუბრების უფლება მოეცათ, ვინც ჩემი უკან გაბრუნების გადაწყვტილება მიიღეს, რაზეც კატეგორიული უარი მივიღე. ჩემთვის ამ დრომდე უცნობია, ეს გადაწყვტიელბა რატომ ან რის საფუძველზე მიიღეს.

მე, როგორც მიხეილ სააკააშვილის ადვოკატს, ჩემი კლიენტის დახმარების და მასთან შეხვედრის სრული უფლება მაქვს, მითუმეტეს, როდესაც ამას ჩემი კლიენტი ითხოვს. თუ ამის უფლება არ მომეცემა, ადამიანის უფლებათა ევროპულს სასამართლოს სარჩელით მივმართავ, - ამბობს გრუშოვეცი.


ავტორი: პრესა.ჯი