ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს ეთამაშება - "კლინიკების ასოციაციის" პრეზიდენტი ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს ეთამაშება - "კლინიკების ასოციაციის" პრეზიდენტი /> "/> " />


  10:55:38     26-10-2021

ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს ეთამაშება - "კლინიკების ასოციაციის" პრეზიდენტი

1635231424avad.jpg

"ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს ეთამაშება" -  "საქართველოს კლინიკების ასოციაციის" და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, მესამე პრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

"სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ჯინიანობს და ეთამაშება ადამიანის სიცოცხლეს. თუკი პაციენტს დროულად არ მივხედავთ და არ გადავიყვანთ მულტიპროფილურ კლინიკაში, სადაც იქნება მაღალი დონის აღჭურვილობა და ამავე დროს დიაგნოსტიკური საშუალებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მსგავსი ტიპის პაციენტს ვერ ვმართავთ როგორც საჭიროა და არამცთუ გამოვასწორებთ მის ჯანმრთელობას, არამედ გაუარესდება მისი მდგომარეობა, რის გამოც პასუხისმგებლობა პირველ რიგში, დაეკისრება საქართველოს ხელისუფლებას, ჯანდაცვის სამინისტროს და პირადად პრემიერმინისტრს, რომელიც არის ზედამხედველიც და პასუხისმგებელიც პროცესების სწორად მართვისა", - თქვა კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტმა ვილი პაჭკორიამ.


ავტორი: პრესა.ჯი