10:53:38     26-10-2021
კიდევ 43 გარდაცვლილი და 4 762 ახალი შემთხვევა - კოვიდსტატისტიკა
საქართველოში კორონავირუსის 4 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 43 ადამიანი, 3 953 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 48 090 კვლევა, აქედან 35 647 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 12 443 PCR-ით. 25 ოქტომბერს აიცრა 4 927 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 9,9%-ია, ბოლო 14 დღის - 9,05%-ია, 7 დღის - 8,97%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი - 1 740 შემთხვევა;
- აჭარა - 637;
- იმერეთი - 706;
- ქვემო ქართლი - 362;
- შიდა ქართლი - 208;
- გურია - 194;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 399;
- კახეთი - 358;
- მცხეთა-მთიანეთი - 87;
- სამცხე-ჯავახეთი - 165;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 71.