პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ - ღარიბაშვილი პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ - ღარიბაშვილი />


  19:46:01     25-10-2021

პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ - ღარიბაშვილი

1635176859mklo.jpg

 

"დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ" - ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით.

ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულება შესაბამისი ტექნიკითაა აღჭურვილი. 

"ჩვენ დეტალური ინფორმაცია გავავრცელეთ. გუშინ იუსტიციის მინისტრმა გაავრცელა მასალა, ვაჩვენეთ საზოგადოებას, მათ შორის, თქვენც ყველას, თუ რა პირობებია მოწყობილი ციხის საავადმყოფოში, იქ აბსოლუტურად ყველანაირი პირობაა, რაც არ იყო, ისიც დაამატეს. ყველა საჭირო აპარატურაა ადგილზე მობილიზებული და რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ სრულ მობილიზებას გავუკეთებთ. ექიმების ჩართულობაც იქნება უზრუნველყოფილი, ყველა საჭირო აპარატურის, შესაბამისად, მე გარწმუნებთ, რომ რა თქმა უნდა, პენიტენციური სამსახური ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნავს და იზრუნებს, დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ",-თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.


ავტორი: პრესა.ჯი