შსს კიდევ ერთმა პოლიციელმა დატოვა - ვემსახურები საქართველოს და არა რომელიმე პარტიას შსს კიდევ ერთმა პოლიციელმა დატოვა - ვემსახურები საქართველოს და არა რომელიმე პარტიას />


  19:41:38     25-10-2021

შსს კიდევ ერთმა პოლიციელმა დატოვა - ვემსახურები საქართველოს და არა რომელიმე პარტიას

1635176723daakava.png

მე ვემსახურები საქართველოს და არა რომელიმე პარტიას - შსს კიდევ ერთმა პოლიციელმა დატოვა. განცხადება იმერეთის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ინსპექტორმა, მაიორმა რომან ანთიამ ცოტა ხნის წინ გააკეთა.

მისი თქმით, თანამდებობას პროტესტის ნიშნად ტოვებს და სოლიდარობას უცხადებს ლექსო რაფავას, რომელიც 21 ოქტომბერს დააკავეს.

პოლიცია ყოფილი ძალოვანის სახლში გვიან ღამით სახლში შევიდა, გაჩხრიკა და რაფავა დააკავაქ. ისინი ამტკიცებენ, რომ ამოიღეს იარაღი, რასაც არც რაფავას ოჯახი და არც მისი თანამებრძოლები იზიარებენ. მათი თქმით, პოლიციელებმა იარაღი ბინაში თავადვე ჩადეს. მიზეზად რაფავას პოლიტიკურ შეხედულებებს ასახელებენ.


ავტორი: პრესა.ჯი