11:33:17     25-10-2021
საქართველოში ამინდი გაუარესდება - უახლოესი დღეების ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-26 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში თოვლი, შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.