მთავრობა იძულებული იქნება, სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღოს მთავრობა იძულებული იქნება, სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღოს />


  23:37:38     22-10-2021

მთავრობა იძულებული იქნება, სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღოს

1634931494cre.jpg

პანდემიის "მეხუთე ტალღა" დაიწყო ისე, რომ "მეოთხე ტალღა" ბოლომდე არ ჩამთავრებულა - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ისაუბრა.

თენგიზ ცერცვაძის თქმით - "საქართველომ თავი ჩაიყენა განსაკუთრებულ მდგომარეობაში, რომელიც აბსურდის თეატრს მაგონებს და სიურეალისტურ განცდას მიქმნის, რომ გავიღვიძებ და აღმოჩნდება, რომ სიზმარია. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის, ეს რეალობაა"

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ეპიდვითარება ძალიან სერიოზულია, ვიტყოდი, რომ საგანგაშო საქმე ისაა, რომ მეოთხე ტალღა ბოლომდე ვერ დავძლიეთ, შემთხვევების რაოდენობა 1500-2000-მდე ჩამოვიდა, სიკვდილიანობის შემთხვევები შემცირდა და 20-მდე ჩამოვიდა. იმის მაგივრად, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნებულიყო, დაიწყო მატება. ანუ დაიწყო "მეხუთე ტალღა".

"მეხუთე ტალღა" დაიწყო ისე, რომ "მეოთხე ტალღა" ბოლომდე არ ჩამთავრებულა. ყოველდღიურად 4-დან 5 ათასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება, ეს ძალიან საგანგაშოა იმიტომ, რომ წინ გველის შემოდგომა-ზამთარი, შესაძლოა სეზონური გრიპის ეპიდემია და ე.წ. ტვინდემიაც. შეიძლება ძალიან სერიოზულ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ [...] თუ რაღაც რადიკალური ზომები არ მივიღეთ და არ გამოვფხიზლდით, ამ სიტუაციის შენარჩუნება ძნელი იქნება და გარდაცვლილთა რაოდენობა მოიმატებს.

მიმაჩნია, რომ ან მოსახლეობა გათავისუფლდება სიურეალისტური გავლენებისგან და შემობრუნდება მასობრივი ვაქცინაციისა და პირბადეების ტარებისკენ, ან მთავრობა იძულებული იქნება, სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღოს, რაც არ უნდა პროტესტი მოჰყვეს.

პუტინმა გამოაცხადა ერთი კვირა არასამუშაო დროდ და მოსკოვში „ლოკდაუნი“ შემოიღო, ეს გვინდა? ამას ჩვენი მთავრობა დარწმუნებული ვარ, არ გააკეთებს რადგან ხალხი ისედაც გამწარებულია, უკვე ორი წელი სრულდება რაც კოვიდის პირობებში გვიხდება ცხოვრება“ - ამბობს თენგიზ ცერცვაძე. 


ავტორი: პრესა.ჯი