მიხეილ სააკაშვილის მამა კლინიკაში გადაიყვანეს მიხეილ სააკაშვილის მამა კლინიკაში გადაიყვანეს />


  23:36:17     21-10-2021

მიხეილ სააკაშვილის მამა კლინიკაში გადაიყვანეს

1634845226mama.jpg

მიხეილ სააკაშვილის მამა ჰოსპიტალიზებულია.  ნიკოლოზ სააკაშვილი ჩაფიძის კლინიკაში კარდიოლოგიური პრობლემებით არის გადაყვანილი. მესამე პრეზიდენტის მამა მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, გარკვეული პერიოდი, კლინიკაში დარჩება.

როგორც კლინიკაში ამბობენ ნიკოლოზ სააკაშვილი კლინიკაში გუშინ მოათავსეს. მკურნალი ექიმის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის მამის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

"ინფორმაციას გაწვდით პაციენტთან შეთანხმებით. ბატონ ნიკოლოზს აქვს გულის ქრონიკული დაავადება. ამჟამად არის ამ დიაგნოზის გამწვავება, უტარდება სტაციონარული მკურნალობა, დიდი ალბათობით ხვალ დატოვებს კლინიკას" ამბობს ნიკა ქურიძე, ნიკოლოზ სააკაშვილის ექიმი. 


ავტორი: პრესა.ჯი