გადაიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში  - შიმშილობის მეოცე დღე გადაიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში - შიმშილობის მეოცე დღე />


  11:58:52     20-10-2021

გადაიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში - შიმშილობის მეოცე დღე

1634716803.,.jpg

 შიმშილობის მეოცე დღე რუსთავის მეთორმეტე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში - ციხესთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველები მივიდნენ. დღეს გახდება ცნობილი დათანხმდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი მედიკოსთა კონსილიუმის გადაწყვეტილებას და გადაიყვანენ თუ არა მას კლინიკაში.

 "დღეს ვისაუბრებთ, ცხადია სამედიცინო მანიპულაციებთან ზოგადი საუბარი მიხეილ სააკაშვილთან გვქონდა, თუმცა, კონკრეტულად გუშინდელ რეკომენდაციაზე მის ჰოსპიტალიზებასთან დაკავშირებით აქამდე არ გვისაუბრია. მას შემდეგ რაც მოვინახულებთ, სხვა თემებთან ერთად, ალბათ ამასაც განვიხილავთ, შევძლებთ დავაფიქსიროთ მისი სახელით პოზიცია", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა. 


ავტორი: პრესა.ჯი