10:08:36     20-10-2021
"მთავარი მომენტი ამ საქმეში არის დადგინდეს ვინ იყო დამკვეთი და ვის ინტერესში შედიოდა ეს საზარელი მკვლელობა" - ანასტასია შატალოვას ადვოკატი
25 წლის ანასტასია შატალოვას მკვლელობის ფაქტზე დაკავებული სამი პირია, თუმცა ამ დრომდე უცნობია ვინ დაუკვეთა ახალგაზრდა ქალის მკველობა და რა გახდა სასტიკი დანაშაულის ჩადენის მოტივი. საქმეში ბუნდოვანებაა შატალოვას ადვოკატისთვისაც, რომელიც დარწმუნებულია რომ ეს შეკვეთილი იყო.
"მთავარი მომენტი ამ საქმეში არის დადგინდეს ვინ იყო დამკვეთი და ვის ინტერესში შედიოდა ეს საზარელი მკვლელობა, ეს თუ არ დადგინდა მარტოდენ შემსრულებლების დაკავება და პასუხისგებაში მიცემა, თუნდაც მათ მიმართ საბოლოოდ გამამტყუნებელი გაანჩენის გამოტანა ვერ იქნება დამაიმედებელი. შეკვეთილი რომ იყო მკვლელობა, ეს ცხადი ხდება იმით, რომ იყო კარგად ორგანიზებული და მომზადებული, მოწმეები ამბობენ, რომ განათების მოწყობილობები დაუწყვეტიათ, ვიღაც ბინის ქირაობას აპირებდა..", - თქვა ადვოკატმა.