23:40:46     18-10-2021
გარდაბანში ბენზინგასამართ სადგურს თავს დაესხნენ

გარდაბანში ბენზინგასამართ სადგურს თავს დაესხნენ. შემთხვევა ცოტა ხნის წინ აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. ბენზინგასამართ სადგურს თავს 3 პირი დაესხა და გაძარცვა.
შემთხვევის ადგილას ამ წუთებში სამართალდამცველები არიან მობილიზებული. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.