საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი />


  23:43:24     17-10-2021

საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

1634499963lko.jpg

საქართველოში ამინდის გაუარესება არის მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 ოქტომბერს გვიან საღამოდან 21 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით,ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

20 ოქტომბერს მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, მაღალთიან ზონაში მოთოვს, ზღვაზე მოსალოდნელია ძლიერი, 4-5 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.


ავტორი: პრესა.ჯი