ისტორიული მუზეუმი ოზურგეთში ისტორიული მუზეუმი ოზურგეთში />


  12:20:04     22-08-2011

ისტორიული მუზეუმი ოზურგეთში

a9199.jpg

ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული მუზეუმია. მდებარეობს ქალაქ ოზურგეთში.

მუზეუმი დაარსდა 1936 წელს. მას მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ეწოდებოდა და მდებარეობდა გურიის გამზირზე, დათმობილი ჰქონდა 3 დარბაზი. 1974-91 წლებში მუზეუმი განთავსებული იყო გურიელის ყოფილი სასახლის შენობაში, რომელიც აგებულია 1873 წელს. 1991 წლიდან გადავიდა ყოფილი სამხედრო დიდების მუზეუმის შენობაში. მხარეთმცოდნეობის მუზეუმს 2001 წელს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი.

მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური (ნეოლითის პერიოდი, ადრე, შუა და გვიან ბრინჯაოს ხანის მასალა, კოლხური ცულების, თოხების სეგმენტების, ბრინჯაოს პლასტიკის იშვიათი ნიმუშები, ადრე ანტიკური ხანის ოქროს ნივთები), ნუმიზმატიკური (კოლხური თეთრი, თურქული ახჩები, საბჭოთა პერიოდის ფულის ნიშნები, ბონისტიკა), ეთნოგრაფიული (XIX საუკუნის სამუშაო და საყოფაცხოვრებო ნივთები), დოკუმენტური, ჰერალდიკისა და სფრაგისტიკის, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ძველბეჭდური წიგნები. სულ მუზეუმში 5 ათასზე მეტი ექსპონატია, მათ შორის ნაპოლეონ ბონაპარტეს დაშნა.

მუზეუმი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარების ქვეშაა. მას არაკომერციული იურიდიული პირის (აიპ) სტატუსი აქვს. მუზეუმს აქვს სამი ფილიალი: შალვა რადიანის სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი სოფელ დვაბზუში, სოფლის ისტორიის მუზეუმი სოფელ გურიანთაში და ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმი სოფელ ლიხაურში . მუზეუმი ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს, მათ შორის „საზოგადოებრივი პროკურატურა“ (ოზურგეთის პროკურატურასთან ერთად), „იარაღი და საბრძოლო ხელოვნება საქართველოში“ და სხვ.

0

ავტორი: