მიხეილ სააკაშვილის მიმართ იკვეთება პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება - არასამთავრობო ორგანიზაციები მიხეილ სააკაშვილის მიმართ იკვეთება პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება - არასამთავრობო ორგანიზაციები />


  20:52:00     12-10-2021

მიხეილ სააკაშვილის მიმართ იკვეთება პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება - არასამთავრობო ორგანიზაციები

1634057734lkj.jpg

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. განცხადებაში აღნიშნულია სასამართლო სისტემის პოლიტიზების მაღალი ხარისხის შესახებ.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ წლების განმავლობაში, მათ შორის, ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნისას, მართლმსაჯულების სისტემა სამართლებრივი სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის მინიმალურ მოთხოვნებსაც კი ვერ პასუხობდა. ძალიან ხშირად, მმართველი პოლიტიკური ძალა სრულად უგულებელყოფდა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკას და რეკომენდაციებს მართლმსაჯულების სისტემაში არსებული სისტემური ხარვეზებისა და პოლიტიკური მართლმსაჯულების რისკების თაობაზე. არაერთი საკანონმდებლო ცვლილებისა და ე.წ. რეფორმის მიუხედავად, სასამართლო ხელისუფლება კვლავ პოლიტიზების მაღალი ხარისხით გამოირჩევა, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლება არ ერიდება პოლიტიკური გავლენების გაძლიერებას ხელისუფლების დამოუკიდებელ შტოზე, აღნიშნულის ნათელი მაგალითია მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რამდენიმე განცხადება, რომლითაც იგი ღიად და არაორაზროვნად ადასტურებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მსჯავრდება არის პოლიტიკური შინაარსის, განპირობებულია მმართველი პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილებით და კავშირი არ აქვს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განხორციელებასთან“.

 

 


ავტორი: presa.ge