"მე მიხეილ სააკაშვილს ვეტყოდი, ჩემო პრეზიდენტო, მე და მთელი საქართველოს უდიდესი ნაწილი შენ გვერდში ვდგავართ" - პაატა ბურჭულაძე "მე მიხეილ სააკაშვილს ვეტყოდი, ჩემო პრეზიდენტო, მე და მთელი საქართველოს უდიდესი ნაწილი შენ გვერდში ვდგავართ" - პაატა ბურჭულაძე /> "/> " />


  23:45:13     11-10-2021

"მე მიხეილ სააკაშვილს ვეტყოდი, ჩემო პრეზიდენტო, მე და მთელი საქართველოს უდიდესი ნაწილი შენ გვერდში ვდგავართ" - პაატა ბურჭულაძე

1633981625burch.jpg

პაატა ბურჭულაძემ  თქვა, რომ ქვეყანას მიხეილ სააკაშვილიც და ბიძინა ივანიშვილიც უნდა ჰყავდეს, რათა მან სინათლესა და სიბნელეს შორის განსხვავება დაინახოს. მან საზოგადოებას 14 ოქტომბერს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

პაატა ბურჭულაძემ ასევე საპატიმროში მიხეილ სააკაშვილს მიმართა:

"მე მიხეილ სააკაშვილს ვეტყოდი, ჩემო პრეზიდენტო, მე და მთელი საქართველოს უდიდესი ნაწილი შენ გვერდში ვდგავართ. შენ მოგვეცი ვაჟკაცობისა და წინსვლის დიდი მაგალითი და ჩვენ შენ გაგიმართლებთ, რაც შეგვეძლება ყველაფერს გავაკეთებთ, ისე რომ საქართველო გაიმარჯვებს. გამაგრდი ჩემო პრეზიდენტო.

შენ იცი იშიმშილო, თუ არ იშიმშილო, მაგაზე მე ვერაფერს გეტყვი, ჩემი ჭკუა შენ არ გესწავლება, მაგრამ ერთი რამეა, რომ ჩვენ შენ ჯანმრთელი გვჭირდები, გთხოვ გაუფრთხილდე თავს",-თქვა პაატა ბურჭულაძემ.


ავტორი: პრესა.ჯი