"თავისუფლება მესამე პრეზიდენტს" - ხელმომწერთა რაოდენობა იზრდება "თავისუფლება მესამე პრეზიდენტს" - ხელმომწერთა რაოდენობა იზრდება /> "/> " />


  22:02:17     11-10-2021

"თავისუფლება მესამე პრეზიდენტს" - ხელმომწერთა რაოდენობა იზრდება

1633975421hjk.jpg

ინტერნეტსივრცეში კიდევ ერთი პლატფორმა გაჩნდა, სადაც მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ხელმოწერები გროვდება. საიტ - freemisha.ge-ზე მომხმარებლებს და მსურველებს უკვე შეუძლიათ საკუთარი ნების გამოხატვა.

პეტიციას, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის თავისუფლების მოთხოვნით სულ უფრო მეტი ადამიანი აწერს ხელს და მათ შორის ძირითადად ისინი, ვისი აზრიც უდიდეს გავლენას ახდენს საზოგადოებაზე.

ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკური შურისძიება დაუშვებლად მიაჩნიათ, რომლებიც წლების წინ ქართული ოცნების მხარდამჭერები იყვნენ, მაგრამ აღიარებენ მიხეილ სააკაშვილის წვლილს ქვეყნის განვითარებაში.

მართლმადიდებელი ეკლესიის და სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენელი სასულიერო პირები, მეცნიერები, ხელოვანები და სპორტსმენები. თანამედროვე ქართული საზოგადოების ის წევრები, ვინც მიიჩნევს, რომ რუსული სცენარით მოქმედება მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ, დაუშვებელია.


ავტორი: პრესა.ჯი