12:08:58     22-08-2011
მაქს-2011-ზე ტ-50-ის ჩვენება ჩაიშალა
ავიასალონ მაქს–2011–ზე უახლესი რუსული გამანადგურებლის, ტ–50–ის საჩვენებელი ფრენა ჩაიშალა. ინციდენტის მიზეზი, ორგანიზატორთა თქმით, გახდა ტექნიკური პრობლემები ძრავაზე.
მეხუთე თაობის გამანადგურებელმა ასაფრენ–დასაშვებ ბილიკზე გაქანებისას, მოულოდნელად დაამუხრუჭა. თვითმხილველებმა შეამჩნიეს გაელვება, რის შემდეგაც თვითმფრინავმა გამოუშვა სამუხრუჭე პარაშუტი. ინციდენტის შედეგად არც პილოტი და არც თვითმფრინავი არ დაზარალებულა. გამანადგურებელი გაჩერდა ასაფრენი ბილიკის კიდესთან. მიუხედავად იმისა, რომ საჩვენებლი ფრენა ჩაიშალა, მაქს–ის ორგანიზატორები ამტკიცებენ, რომ არაფერი უჩვეულო არ მომხდარა. სერიულ წარმოებაში ტ-50-ის გაშვება 2015 წლისთვის იგეგმება.
0