მიხეილ სააკაშვილი მზადაა, ტელეკამერების თანდასწრებით ჩააბაროს ნარკოტესტი  - ადვოკატი მიხეილ სააკაშვილი მზადაა, ტელეკამერების თანდასწრებით ჩააბაროს ნარკოტესტი - ადვოკატი />


  20:18:53     06-10-2021

მიხეილ სააკაშვილი მზადაა, ტელეკამერების თანდასწრებით ჩააბაროს ნარკოტესტი - ადვოკატი

1633537415lkj.jpg

მზად ვართ ტელეკამერების თანდასწრებით არა ვენაში, ან სამხარაულის კლინიკაში, არამედ ამ დაწესებულებაში ჩავაბაროთ ნებისმიერ ნარკოტიკზე ტესტი, - ამის შესახებ  მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა

"მიხეილ სააკაშვილილი არის მხნედ და ბრძოლისთვის განწყობილი. მინდა მივმართო სრულიად ქართულ საზოგადოებას, არ აჰყვეთ ღარიბაშვილის ამ ენაჭარტალა ჭორებს. მთელი წლების მანძილზე გვინახავს მიხეილ სააკაშვილი  ველოსიპედზე, ცურვისას და თხილამურებზე, უაღრესად ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა მთელი ცხოვრების მანძილზე. მზად ვართ ტელეკამერების თანდასწრებით არა ვენაში, ან სამხარაულის კლინიკაში, არამედ ამ დაწესებულებაში ჩავაბაროთ ნებისმიერ ნარკოტიკზე ტესტი, დაწყებული მსუბუქი ნარკოტიკით, დამთავრებული ქიმიური ნარკოტიკებით. ამავდროულად, ღარიბაშვილთან გვექნება "ჩელენჯი”, რომ კანცელარიაში ჩააბაროს ტესტი და ამის შემდეგ, ეს ენაჭარტალა კაცუნა რას ილაპარაკებს მოვისმენთ”, - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.


ავტორი: პრესა.ჯი