11:53:15     06-10-2021
პირველ ტურში ვერ შევძელით გამარჯვება, მაგრამ ტრაგედია არაა - კალაძე
თბილისის მერობის კანდიდატმა, მთავრობის სხდომა არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეფასებით დაიწყო და თქვა - "სამწუხაროდ პირველ ტურში ვერ შევძელით გამარჯვება, მაგრამ ტრაგედია არაა".
"სამწუხაროდ პირველ ტურში ვერ შევძელით გამარჯვება, მაგრამ ტრაგედია არაა. 2 ოქტომბერს მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ოპოზიციის მიერ გამოცხადებული. ე.წ. რეფერენდუმი. თბილისის საკრებულოშიც ჩვენი გუნდი უმრავლესობით, 29 წევრით იქნება წარმოდგენილი. ე.წ. რეფერენდუმი 30 ოქტომბერს ბოლომდეა მისაყვანი. არჩევანს ქაოსსა და განვითარებას შორის, თბილისელები განვითარების სასარგებლოდ გააკეთებენ. მთელმა საარჩევნო კამპანიამ ისე ჩაიარა, რომ დედაქალაქის განვითარებისთვის მუშაობა 1 წუთითაც არ შეჩერებულა. ამ 4 წლის განმავლობაში მე და ჩემმა გუნდმა მყარი ფუნდამენტი ჩავდეთ, რომ ქალაქის აღმშენებლობა უპრობლემოდ მოხდეს მომდევნო წლების განმავლობაში",- თქვა კახა კალაძემ.