13:20:34     05-10-2021
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროთ 12:31 საათზე, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა და მისმა სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში სოფელ სამებაში საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტი მიწისძვრა მოხდა.