11:52:34     05-10-2021
რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ქარხანაში სავარაუდოდ, ერთ-ერთი დანადგარი აფეთქდა, რის შედეგადაც იქ დასაქმებული 60 წლამდე ასაკის კაცი ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევა გუშინ მოხდა. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.