18:21:40     04-10-2021
უარი განვაცხადე უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე - არ შევწყვეტ შიმშილობას არცერთ შემთხვევაში
მზად ვარ, ჩემი თავგანწირვით მაინც დავამტკიცო, რომ საქართველოსთვის ღირს სიცოცხლეც და სიკვდილიც - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი. წერილი მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა და მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ რამდენიმე წუთის წინ, რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ გაასაჯაროვა.
წერილში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს და ცუდად გახდომის შემთხვევაში, სამედიცინო ჩარევა ციხის ექიმებსაც აუკრძალა.