00:37:34     04-10-2021
2 ოქტომბერს ამომრჩევლებს პროდუქტებს ურიგებდნენ - როგორ ცდილობდა "ოცნება" სენაკელი ამომრჩევლის მოსყიდვას
სენაკში, არჩევნების დღეს, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს პროდუქტებს ურიგებდნენ. პროდუქტები ქალაქში მდებარე ორ სასტუმროში იყო განთავსებული.
ფოტოში ჩანს, რომ ყუთებში, რომელშიც პროდუქტებია განთავსებული, სახელისუფლებო კანდიდატის საარჩევნო ბუკლეტი დევს. პაკეტებში საკვებ პროდუქტებთან ერთად 10კ ფქვილი და 5კ შაქარი შედიოდა.