10:42:49     30-09-2021
"ეს არაა მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები, ის საპარლამენტო არჩევნების დონისაა" - მარკეტა გრეგოროვა
ევროპარლამენტის წევრი მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნების დასაკვირვებლად ჩამოვიდნენ, რათა არ განმეორდეს ბოლოს მომხდარი მანიპულაციები ან თაღლითური ქცევა.
"ეს არაა მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები, ის საპარლამენტო არჩევნების დონისაა, რადგან აჩვენებს მიემართება თუ არა საქართველო ევროპული მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენ აქ ვართ, რათა დავაკვირდეთ, შევამოწმოთ, რომ არ განმეორდეს ბოლოს მომხდარი მანიპულაციები ან თაღლითური ქცევა", - თქვა მარკეტა გრეგოროვამ.