ოჯახი 31 წლის ბიზნესმენის მკვლელების დასჯას მოითხოვს - აქცია კანცელარიასთან ოჯახი 31 წლის ბიზნესმენის მკვლელების დასჯას მოითხოვს - აქცია კანცელარიასთან />


  23:49:40     26-09-2021

ოჯახი 31 წლის ბიზნესმენის მკვლელების დასჯას მოითხოვს - აქცია კანცელარიასთან

1632685918lkj.png

"სამართლიანობისთვის" - ამ სახელწოდებით აქცია აბასთუმანში მოკლული დავით მელიქიძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა კანცელარიასთან გამართეს.

"დაიჭირონ მკვლელები, მოხდეს მკვლელობაში მონაწილე 5 პირის იდენტიფიკაცია, დაიდოს ექსპერტიზის პასუხები და დავაკებული თანამდებობიდან გათავისუფლდეს აბასთუმნის პოლიციის უფროსი",- ამბობს დავით მელიქიძის და თეა მელიქიძე. 

31 წლის ბიზნესმენის მკვლელობისთვის, რომელიც 23 აპრილს აბასთუმნის ტყეში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, დღემდე არავინ დასჯილა. ოჯახს ეჭვი აქვს, რომ აბასთუმნის პოლიციის უფროსი მკვლელებს მფარველობს. ისინი მელიქიძის მკვლელების დასჯასა და აბასთუმნის პოლიციის უფროსის, ალექსანდრე ჯვარიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ.


ავტორი: პრესა.ჯი