13:03:07     24-09-2021
ეს ყმაწვილი გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიულობით და სიძულვილის ენით - ეკა ბესელია ირაკლი კობახიძეზე
ბესელიამ აღნიშნა, მმართველ გუნდს აქვს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ არჩევნების წინაპერიოდი მშვიდობიანი იყოს.
„იმაზე, რომ არჩევნების წინა პერიოდი იყოს მშვიდობიანი, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. გუშინდელი ფაქტი აჩვენებს იმას, რომ ეს პასუხისმგებლობა თავად სახელისუფლებო პარტიას არ აქვს. მათ ჰგონიათ, რომ შეუძლიათ ისე მოიქცნენ, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელს შეუძლია მისცეს თავის თავს უფლება. ყველას მოეთხოვება საზოგადოების პატივისცემა, მაგრამ სხვა ხარისხის პასუხისმგებლობაა, როდესაც სახელისუფლებო პარტია და მისი თავმჯდომარე ხარ“, - განაცხადა ბესელიამ.
ავტორი: პრესა.ჯი