"ძალიან ვწუხვარ, რომ ამ დონემდე მივედით ყველა ჩვენ. ეს საგიჟეთი უნდა დამთავრდეს, იმიტომ, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი და წერტილი" - მიხეილ სააკაშვილი "ძალიან ვწუხვარ, რომ ამ დონემდე მივედით ყველა ჩვენ. ეს საგიჟეთი უნდა დამთავრდეს, იმიტომ, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი და წერტილი" - მიხეილ სააკაშვილი /> "/> " />


  00:24:55     23-09-2021

"ძალიან ვწუხვარ, რომ ამ დონემდე მივედით ყველა ჩვენ. ეს საგიჟეთი უნდა დამთავრდეს, იმიტომ, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი და წერტილი" - მიხეილ სააკაშვილი

1632342491saak.png

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით თბილისში „სისხლიანი ბანერების“ გამოჩენას ეხმაურებ. „მე მინდა ორიოდე სიტყვა გითხრათ, როგორ შევარჩიო სიტყვები არ ვიცი, მაგრამ თქვენ იცით, რომ გამოფინეს ისევ პლაკატები. იქ მე ვარ ცენტრში და ამ პლაკატების ავტორი არის ვინმე მოშე კლუგჰაფტი, ვიღაც ავანტიურისტი, სრული ნაძირალა, გადამთიელი, ისრაელიდან ჩამოთრეული ივანიშვილის მიერ. როგორ ეზიზღებით ივანიშვილს და როგორი დაბალი წარმოდგენა აქვს ქართველი ხალხის ინტელექტზე, რომ ამ აბსოლუტურ ნაგავს აძლევს უამრავ ფულს და თვლის, რომ ეს ჩვეულებრივად „დაგასიაფანდებთ“. არ გვეთაკილება, რომ ასეთი სიტუაციაა და ასე დაგვცინიან?! არ „გიტყდებათ“, პირდაპირ რომ გითხრათ, რომ ვიღაც მოშე კლუგჰაფტი, ისრაელიდან ჩამოთრეული ნაგავი, არის მთავარი გენერალი თქვენი ტვინების წინააღმდეგ ომის. ჩვეულებრივი ტერმინებით რომ ვთქვა, მაგრად „ტეხავს“ უბრალოდ და ძალიან ვწუხვარ, რომ ამ დონემდე მივედით ყველა ჩვენ. ეს საგიჟეთი უნდა დამთავრდეს, იმიტომ, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი და წერტილი!“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილ

ავტორი: პრესა.ჯი