15:31:52     20-08-2011
ჯგუფი KISS ჯეკსონისადმი მიძღვნილ კონცერტზე აღარ იმღერებს
სკანდალი მაიკლ ჯეკსონის გარშემო, მისი გარდაცვალების შემდეგაც არ ცხრება. მომღერლისადმი მიძღვნილი კონცერტის ორგანიზატორები, სულ ახალ–ახალ პრობლემებს აწყდებიან. როგორც BBC იტყობინება, ლეგენდარულ ჯგუფ kiss აღნიშნულ კონცერზე გამოსვლაზე უარი უთხრეს და ის კონცერტის მონაწილეთა სიიდან გამორიცხეს. ჯგუფს უარი ჯეკსონის ძმისა და მომღერლის ფანების პროტესტის შედეგად ეთქვა. კონცერტის ორგანიზატორმა Global Live-მა 15 აგვისტოს გავრცელა ინფორმაცია, რომ ჯეკსონისადმი მიძღვნილ კონცერტზე kiss–იც მიიღებს მონაწილეობას, რის შემდეგაც, მომღერლის ერთ–ერთმა ძმამ, ჯერმაინმა ეს გადაწყვეტილება Twitter-ში, საკუთარ გვერდზე გააპროტესა და თქვა, რომ ის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და მხარს უჭერს ჯეკსონის იმ ფანებს, რომლებიც წინააღმდეგი არიან მისი ძმისადმი მიძღვნილ კონცერტზე ჯგუფი kiss გამოვიდეს.
ჯეკსონის ფანები და ძმა თავიანთი პროტესტს იმით ხსნიან, რომ ჯგუფ kiss–ის დრამერმა ჯიმ სიმონსმა, 2010 წელს, ჯეკსონის მისამართით არაკორექტულად ისაუბრა, ხოლო ჟურნალ Classic Rock–სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას სჯეროდა, რომ ჯეკსონი პედოფილი იყო.
ჯეკსონის ფანების ამ აჟიოტაჟისა და უკმაყოფილების შემდეგ, კონცერტის ორგანიზატორები იძულებული შეიქმნენ, ჯგუფისთის კონცერტში მონაწილეობაზე უარი ეთქვათ. ორგანიზატორებმა ფანებს ბოდიში მოუხადეს და თავი იმით იმართლეს, რომ ჯგუფი კონცერტზე ისე მოიწვიეს, არც კი დაფიქრებულან შედეგზე. Global Live წუხილის გამოთქვამს იმის გამო, რომ აღნიშნული ჯუფი კონცერტში ვერ მიიღებს მონაწილეობას, რადგან kiss მაიკლ ჯეკსონის უსაყვარლესი ჯგუფი იყო.
ეს პირველი პრობლემა არ არის, რომელიც პოპის მეფისადმი მიძღვნილ კონცერტს შეექმნა. ჯეკსონის ძმებმა, რენიმ და ჯერმაინმა, კონცერტის შემოდგომაზე ჩატარების იდეა დაიწუნეს, მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ შემოდგომაზე მაიკლის ექიმის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, რომელსაც ბრალად მომღერლის მკვლელობა ედება. კონცერტზე, რომელშიც მონაწილეობას ქრისტინა აგილერა, ლეონი ლუისი, სმოკი რობინსონი და სხვა ცნობილი მომღერლები იღებენ, 8 ოქტომბერს, უელსის დედაქალაქ კარდიფში გაიმართება.
0