სუს-ის საიდუმლო ფაილებთან დაკავშირებით, პროკურატურის წარმომადგენლები "მთავარ არხის" ოფისში მივიდნენ.
საქმესთან დაკავშირებით დღეს გამოკითხვაზე არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიაც იმყოფებოდა. გამოკითხვის დასრულების შემდეგ, ნიკა გვარამიას თქმით, საქმე მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა, რა დროსაც თქვა, რომ სუს-ის საიდუმლო ფაილების გავრცელების შემდეგ, "ოცნებაში" შეხვედრა გაიმართა, სადაც ითქვა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერები უნდა გავრცელდეს.