მარნეულში დაკარგული ბიჭი მოკლული იპოვეს მარნეულში დაკარგული ბიჭი მოკლული იპოვეს />


  12:23:52     21-09-2021

მარნეულში დაკარგული ბიჭი მოკლული იპოვეს

1632212671politsia-ar-gadakveto.jpg

28 წლის ჯავიდ ალიევი, რომელსაც ოჯახი 3 დღის განმავლობაში ეძებდა, მოკლული იპოვეს. ახალგაზრდა კაცი, დმანისის სოფელ იფნარის მკვიდრია, მარნეულში კი მიკროავტობუსის მძღოლად მუშაობდა. დაკარგული ბიჭის ცხედარი, დღეს, 21 სექტემბერს, დილით, მარნეულში, მდინარე ალგეთის პირას იპოვეს. ალიევის ახლობლები ამბობენ, რომ ბიჭი მოკლულია, თუმცა რა გახდა მკვლელობის მიზეზი, მათთვის უცნობია. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ სამი პირი დააკავა. გამოძიება კი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

ავტორი: პრესა.ჯი