მერაბ გაბინაშვილი ნარკორეალიზატორს მფარველობდა, რისთვისაც მან თანამდებობა უკანონოდ გამოიყენა - სუსის ფაილები მერაბ გაბინაშვილი ნარკორეალიზატორს მფარველობდა, რისთვისაც მან თანამდებობა უკანონოდ გამოიყენა - სუსის ფაილები />


  09:31:55     21-09-2021

მერაბ გაბინაშვილი ნარკორეალიზატორს მფარველობდა, რისთვისაც მან თანამდებობა უკანონოდ გამოიყენა - სუსის ფაილები

16322025411549875989-გაბინაშვილი.jpg

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, მერაბ გაბინაშვილი, რომელიც ხელისუფლებისადმი მორჩილებით გამოირჩევა და ჩინჩალაძის კლანს წარმოადგენს, მორიგ სკანდალში ეხვევა.

წესით, ეს შემთხვევა, რომელიც სუსიდან გამოჟონილ ფაილებშია ასახული, გაბინაშვილის იმპიჩმენტის საფუძველი უნდა გახდეს...

კერძოდ: სუსის ფაილებიდან ირკვევა რომ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსის, მიქაელ გაბრიჭიძის მეგობარი, დეკანოზი ნ. ქ. უმძიმესი დანაშაულისთვის - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტზე დააკავეს.

თუმცა, მიქაელ გაბრიჭიძემ, სუსის ფაილების მიხედვით, დახმარება სთხოვა იუსტიციის სამინისტროს მაშინდელ წარმომადგენელს, მერაბ გაბინაშვილს.

გაბინაშვილი კი, მას, ნარკორეალიზატორობის ბრალდებით დაკავებული ნ. ქ-ს საპროცესო გარიგების საკითხის მოგვარებას დაპირდა.

ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ინფორმაცია, რაც იმას ნიშნავს რომ სუსი არა მხოლოდ მოსამართლეებს უსმენს, არამედ, ზოგჯერ, თვალს ხუჭავს მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილ დანაშაულზე, რაც გაბინაშვილის შემთხვევაში, თანამდებობის უკანონოდ გამოყენებაში გამოიხატა.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გაბინაშვილმა, რომელიც 2019 წლის 12 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს, 2017 წელს, 90 ათას დოლარად იყიდა აგარაკი დუშეთის რაიონში, კერძოდ კი, წითელისოფელში.

როგორც ჩანს, სწორედ აქედან იღებს სათავეს მისი და თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსის მეგობრობა, რომელიც გაბინაშვილის ნაწილში, სუსის ფაილების მიხედვით, ნარკორეალიზატორის მფარველობასა და სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში გადაიზარდა, რაზეც სამართლებრივ სახელმწიფოში, აუცილებლად მოჰყვებოდა რეაგირება.

P.S: შეგახსენებთ რომ ცოტა ხნის წინ, გაბინაშვილი მონაწილეობდა პოლიტიკური მართლსაჯულების განხორციელებაშიც, როდესაც მან, ქართული ოცნების თავმჯდომარისა და პრემიერის დირექტივა შეასრულა და კრიტიკული მედიის - ტვ ფორმულას დამფუძნებელს 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა მხოლოდ იმიტომ რომ ასე სურდა რეჟიმს.


ავტორი: presa.ge