22:08:59     20-09-2021
"გამოძიება, ჭორაობა და ტლიკინი კი არა..." - გახარია მოსმენების სკანდალსა და გამოძიებაზე
ყოფილი პრემიერი და "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია სუს-ის ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება . მისი თქმით, "ოცნება" ამის ნაცვლად "ჭორაობს და ტლიკინებს".
"ორგანიზაცია ოცნება ისეთ პანიკაშია, რომ დარწმუნებული ვარ ყველაფერს დაგვაბრალებენ. გამოძიება მეგობრებო, ჭორაობა და ტლიკინი კი არა, გამოძიება, შენ რომ ასეთი კატასტროფა გემართება ქვეყანაში, შენი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტში, იმის მაგივრად, რომ ეს პოლიტიკურად იფიქრო იმაზე როგორ დააბრალო, ვის დააბრალო, ვის დააბრალო, პოლიტიკურად როგორ დააკონვერტირო, ეკლესია როგორ დააზიანო, ამის მაგივრად სასწრაფოდ გამოძიება უნდა დაიწყო", - თქვა გიორგი გახარიამ.
ავტორი: პრესა.ჯი