ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და არა გადაფარვა - თამარ გაბუნია ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და არა გადაფარვა - თამარ გაბუნია />


  13:28:53     20-09-2021

ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და არა გადაფარვა - თამარ გაბუნია

1632130220016a2612.jpg

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ვაქცინაციის წამახალისებელი ბანერების ჩანაცვლებას სისხლიანი ბანერებით, უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ "ნებსით თუ უნებლიედ" ეს პროცესს ვნებს. "ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და არა გადაფარვა ნებისმიერი სხვა ალეტერნატიული თემით რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ეს თემა, გნებავთ სოციალური, გნებავთ ეკონომიური, გნებავთ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. ამდენად ის რომ ვაქცინაციის კამპანია სრული სიმძლავრით უნდა გაგრძელდეს ჯანდაცვის სამინისტრო, NCDC ამ პოზიციას ემხრობა", - თქვა თამარ გაბუნიამ.

ავტორი: პრესა.ჯი