ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს სასამართლოში უჩივის ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს სასამართლოში უჩივის />


  13:01:16     17-09-2021

ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს სასამართლოში უჩივის

1631869420gambit-696x398.jpg

16 სექტემბერს ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა, Netflix-ს ლოს-ანჯელესის ფედერალურ საოლქო სასამართლოში უჩივლა. ინფორმაციას The New York Times ავრცელებს. მათივე ცნობით, მოჭადრაკე სერიალით "ლაზიერის გამიტი" მისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაციასა და კონკრეტული მონაკვეთის ამოჭრას ითხოვს. "მრავალმილიონიანი აუდიტორიისთვის დამანგრეველი სიცრუის ჩვენება და მისი მიღწევების გაბათილებაა", - წერია საჩივრის ტექსტში. საუბარია, მონაკვეთზე, როდესაც სერიალის ბოლო სერიაში მოსკოვის საჭადრაკო ტურნირის გამომცხადებელი ამბობს, რომ გაფრინდაშვილს კაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია. როგორც ნონა გაფრინდაშვილი საჩივრის ტექსტში აღნიშნავს, სერიალში გამოგონილი პერსონაჟის სენსაციად გამოყვანა სცადეს, როცა იგი რეალურად გახდა სენსაცია, თუნდაც მაშინ, როდესაც 1968 წელს ურთულეს ტურნირში 3 კაცი მოჭადრაკე დაამარცხა. რაც შეეხება Netflix, მათი განცხადებით, მიუხედავად ნონა გაფრინდაშვილისადმი პატივისცემისა, მისი ბრალდებები უსაფუძვლოა. გაფრინდაშვილი Netflix-ისგან კომპენსაციის სახით 5 მილიონ დოლარს ითხოვს. ფოტო: thediary.ge

ავტორი: პრესა.ჯი