"ბავშვს რამე არ დაემართოს, მაგაზე ილოცეთ ქართული ოცნება" - ნიკა გვარამია "ბავშვს რამე არ დაემართოს, მაგაზე ილოცეთ ქართული ოცნება" - ნიკა გვარამია /> "/> " />


  21:22:10     15-09-2021

"ბავშვს რამე არ დაემართოს, მაგაზე ილოცეთ ქართული ოცნება" - ნიკა გვარამია

1631726687გვარამია.jpg

"ქართული ოცნების" მხრიდან მორიგ ძალადობას და თავდასხმას "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ეხმაურება: "მივდივარ ქარელში. ჩემი ჯგუფი გადაღებაზე იყო (ბექა ყორშია და ლევან აბლოთია). ქართული ოცნების შტაბის მეორე სართულიდან, ოცნების წევრებმა გადმოაგდეს ჩვენი ოპერატორი, რომელიც ახლა გადაყავს ქარელის საავადმყოფოში სასწრაფოს. ირაკლი კობახიძევ, ლექსო ლაშქარავა კვადრატში გვჭირდება ოპოზიციასო თუ რა შხამს აფრქვევდი შე ნაძირალა?!! შენი პარტიის ქარელის ოფისიდან, შენივე პარტიის წევრებმა რომ გადმოაგდეს ადამიანი, ეს ოპოზიცია იყო? თუ ბექა ყორშიას დააბრალებ თავისივე ოპერატორის გადმოგდებას? თუ თვითონ გადმოხტა? ან იქნებ კაიფში იყო და გადმოვარდა? ბავშვს რამე არ დაემართოს, მაგაზე ილოცეთ ქართული ოცნება / Georgian Dream." წერს ნიკა გვარამია

ავტორი: presa.ge