მე პირობას ვდებ, რომ პოლიტიკური პოლიცია - კგბ, სუკი, კუდი, სუს-ი გაუქმდება მე პირობას ვდებ, რომ პოლიტიკური პოლიცია - კგბ, სუკი, კუდი, სუს-ი გაუქმდება />


  23:07:19     14-09-2021

მე პირობას ვდებ, რომ პოლიტიკური პოლიცია - კგბ, სუკი, კუდი, სუს-ი გაუქმდება

1631646610nika-melia.png.jpg

ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სუს-ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თანამდებობა. "მინდა განცხადება გავაკეთო იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რაშიც ქვეყანა ივანიშვილის დანაშაულებრივმა მმართველობამ ჩააგდო. ბოლომდე გახრწნეს და მოდით სიმართლე ვთქვათ ბევრი გაუხრწნელი ადამიანი გახრწნეს, გაანადგურეს ქვეყნის ყველა ინსტიტუცია. არ დატოვეს არავინ (მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა) და არაფერი, ვისაც არ უსმენენ, არ უთვალთვალებენ და შემდეგ ამ ყველაფრით არ აშანტაჟებენ, არ აშინებენ. დღეს უკვე ბავშვმაც კი გაიგო, რომ ივანიშვილის და მისი ბოროტი მსახურების ძალაუფლება მთლიანად დგას მხოლოდ უკიდურესად საშიშ და ყველაზე ამორალური სახის ძალადობაზე - შანტაჟზე და დაშინებაზე. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ივანიშვილის ერთადერთი ამოცანა იყო ქვეყნის მთლიანად დაპატრონება და ამ გზაზე ყველა ავტორიტეტის განადგურება, რომელიც მის ძალაუფლებას კონკურენციას შეუქმნიდა. ბევრი ავტორიტეტი დღეს უკვე განადგურებული ყავს. ამ მხრივ, იმ თავითვე განსაკუთრებულად აგრესიული იყო მისი დამოკიდებულება ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ, რომელიც, წლების განმავლობაში, ყველა გამოკითხვით, ყველაზე სანდო ინსტიტუციაა ქვეყანაში, ყველაზე მაღალი ავტორიტეტით." - განაცხადა მელიამ.

ავტორი: პრესა.ჯი